პუტინმა თურქეთს სანქციები დაუწესა….

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თურქეთის რესპუბლიკის მიმართ სანქციების შემოღების განკარგულებას მოაწერა ხელი…

გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების ფარგლებში, რუსეთში გარკვეული სახის სამუშაოებზე შეზღუდვები უწესდებათ თურქეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ მთელ რიგ ორგანიზაციებს.

პუტინის დავალებით, თურქული წარმომავლობის მთელ რიგ საქონელზე, რუსეთში შეტანის აკრძალვა დაწესდა.

სანქციების ფარგლებში დამქირავებლებს რუსეთში 2016 წლის 1 იანვრიდან ეკრძალებათ თურქეთის მოქალაქეების სამუშაოებზე აყვანა. 

2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთი აუქმებს თურქეთის მოქალაქეთა  უვიზო მიღებას.

უსაფრთხოების მიზნით, რუსეთი ამკაცრებს თურქი ავტოგადამზიდავების კონტროლს.

რუს ტურ-ოპერატორებს მიეცემათ რეკომენდაცია, თავი შეიკავონ თურქეთის მიმართულებით მუშაობაზე.

დავალება მიეცათ შესაბამის სტრუქტირებს, რომ გააუქმონ რუსეთ-თურქეთს შორის ჩარტერული ავიარეისები.

განკარგულება ზემოხსენებულ სანქციებთან დაკავშირებით გადაეგზავნა რუსეთის მთავრობას, რომელიც პრემიერ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით, უახლოეს ხანებში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს მიღებული სანქციების დაკონკრეტებულ დეტალებს, აცხადებს რუსული მედია.

www.timer.ge

 

 

 

banner
წინა სტატიაში,,რაიონი გეკითხებათ – ხალხის ხმა პარლამენტარს”– ,,თაიმერი” ახალ პროექტს იწყებს
შემდეგი სტატია,,სამზარეულო პოლიტიკა,, და თურქოფობიის დასაწყისი რუსეთში…