რატომ ხართ ჩუმად? თქვენს სიჩუმეზე დგას “ოცნება”, ეს აძლევს შესაძლებლობას, წაგვართვას ევროპული მომავალი – წითლიძე

“სადა ხართ სტუდენტები? მასწავლებლები? რიგითი პოლიციელები, სადა ხართ ჯარისკაცები? სამხედრო წოდებით ადამიანები? სადა ხართ ექიმები? ბიზნესმენები? სადა ხართ საჯარო მოხელეები? ბაღის აღმზრდელები? სადა ხართ საელჩოებში მომუშავე პერსონალი? სადა ხართ მოქმედი ელჩები და დიპლომატები? რატომ ხართ ჩუმად? სადა ხართ პროფესორ მასწავლებლები? (ერთეულების გარდა, ყველას არ ეხება რა თქმა უნდა მაგრამ ეს ერთეულები ვერ შექმნიან სამწუხაროდ მძლავრ საპროტესტო ფონს)

სადა ხართ, რატომ ხართ ჩუმად? თქვენს სიჩუმეზე დგას ქართული ოცნება ჯერ კიდევ, თქვენი სიჩუმე უხანგრძლივებს და აძლევს შესაძლებლობას წაგვართვას ევროპული მომავალი. ვერ მოგიტანთ თქვენი პირადი წარმატება ბედნიერებას თუ ამ ქვეყანას თავისუფლება არ ექნება. ვერ იქნება თქვენი შრომა ნაყოფიერი თუ თქვენ ვინც მაგალითი უნდა იყოთ რიგითი მოქალაქეებისთვის არ ანახებთ რომ თქვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაც არის ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა.

პოლიტიკოსები არ მოგწონთ? თქვენზე ძალიან იქნებ მეც მაქვს პრეტენზია მაგრამ თქვენგან განსხვავებით მე პოლიტიკოსებისთვის არ შემიხედავს ისე ვიბრძვი 10 წელია, როგორც შემიძლია. მარტივად შემეძლო ნებისმიერ ქვეყანაში მშვიდად ცხოვრება ამ ჯოჯოხეთისგან შორს რასაც ყოველდღიურად გავდივართ მე და ჩემი თანამებრძოლები 2012 წლიდან.

მე ვიცი სადაც ხართ, არჩევნებზე მინახიხართ უმრავლესობა, მონურად გაყუჩულები, არადა სამსახურის დაკარგვა ჯობდეს იქნებ თავისუფლების დაკარგვას – ერთხელ მაინც თქვენთვის.

არ არსებობს მიზეზი რაც გაამართლებს თქვენს ჩუმად ყოფნას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს ჩემი ქვეყნისთვის. სხვისკენ ნუ გამოიშვერთ თითს, საკუთარ თავს შეხედეთ და გულებში ჩაიხედეთ.” – წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიუნდა თუ არა ბიძინას ევროკავშირი? როგორ შეიძლება გინდოდეს იქ, სადაც დასანქცირებას გიპირებენ? – ხაზარაძე
შემდეგი სტატიახერსონში, ოკუპანტების მხარეს გადასული ციხის ხელმძღვანელი, მანქანაში ააფეთქეს