ხერსონში, ოკუპანტების მხარეს გადასული ციხის ხელმძღვანელი, მანქანაში ააფეთქეს

აფეთქება დროებით ოკუპირებულ ხერსონში – უკრაინული მედიის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელის ევგენი სობოლევი, რომელიც ოკუპანტების მხარეს გადავიდა, საკუთარ ავტომანქანაში ააფეთქეს.

შემთხვევა სენიავინის ქუჩაზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ხეზე იყო მიმაგრებული, რომელთანაც სობოლევის მანქანაზე იდგა.

საოკუპაციო რეჟმი მომხდარს “ტერორისტულ აქტს” უწოდებს და ამტკიცებს, რომ ის უკრაინელმა პარტიზანებმა განახორციელეს და სამიზნე სწორედ სობოლევი იყო.

რუსული მედიის ინფორმაციით, სობოლევი გადარჩა, დაჭრილია, საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშირატომ ხართ ჩუმად? თქვენს სიჩუმეზე დგას “ოცნება”, ეს აძლევს შესაძლებლობას, წაგვართვას ევროპული მომავალი – წითლიძე
შემდეგი სტატიაქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, არიან დაშავებულები