რატომ გვესროლეთ ტყვიები, რომლებიც ადამიანის სიკვდილს იწვევს? – თამარ ბაღაშვილის კითხვა გახარიას

“შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ გვესროლეთ ტყვიები, რომლებიც ადამიანის სიკვდილს იწვევს? რატომ ხართ თქვენ ჯერ კიდევ თანამდებობაზე 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ? თქვენ ხომ იცით, რომ საქართველოში ამას არ პატიობენ? – ეს შეკითხვა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას დაუსვა.

აქციის გაშუქების დროს დაშავებულმა ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა მინისტრთან შეხვედრის დროს ის ტყვია მიიტანა, რომელიც მას მხარში მოხვდა. მან ასევე წაიკითხა ამონარიდი ინფორმაციიდან, რომ ამ ტყვიის სროლამ შეიძლება სერიოზული ან ფატალურ შედეგი გამოიყენოს, არ გამოიყენოთ ადამიანების წინააღმდეგ.

„ბატონო მინისტრო, მე 20 ივნისს აქციაზე ვიყავი როგორც ჟურნალისტი, მე ხელში არ მქონია არანაირი იარაღი, ერთადერთი მეკავა მიკროფონი, მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი“ – მიმართა ბაღაშვილმა მინისტრს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – სანამ არ გაეცემა პასუხი ძალის გამოყენების პროპორციულობის ნაწილს, მე ვარ აქ და დავიცავ თითოეულ პოლიციელს
შემდეგი სტატიაგახარია: არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით, გამოყენებული არ ყოფილა