გიორგი გახარია – სანამ არ გაეცემა პასუხი ძალის გამოყენების პროპორციულობის ნაწილს, მე ვარ აქ და დავიცავ თითოეულ პოლიციელს

პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა, პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, რომელიც დეტალურად გამოსაძიებელია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ამასთან, როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, პოლიციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებაზე პასუხისმგებელი არის თავად.

„ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ მე. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ სრულად. მე ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა. პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევე არის დეტალურად გამოსაძიებელი“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, სანამ არ გაეცემა პასუხი ძალის პროპორციულობის ნაწილში კითხვებს, ის დაიცავს თითოეულ პოლიციელს.

„აბსოლუტურად მკაფიოდ ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია და ამას არ იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამას ვიძიებთ აბსოლუტურად ღიად, ამაში მზად ვართ ჩაერთოს, როგორც სახალხო დამცველი, ასევე ყველა დაინტერესებული მხარე. სანამ არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს, მე ვარ აქ და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთ ჩვენი მოქალაქე ცდილობს, ბულინგის სახით მოუწყოს სახალხო სასამართლო, რაც ასევე მიუღებელია“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელების დიდი რაოდენობა, რომლებიც იქ იდგნენ, გულწრფელად თანაუგრძნობდნენ პროტესტანტებს – გახარია
შემდეგი სტატიარატომ გვესროლეთ ტყვიები, რომლებიც ადამიანის სიკვდილს იწვევს? – თამარ ბაღაშვილის კითხვა გახარიას