რასმუსენმა პოროშენკოს მრჩევლად დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა

rasmussen1ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფონ რასმუსენმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ უშტატო მრჩევლად დანიშნა, განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად და უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობის გასაძლიერებლად.
“მოხარული ვარ, რომ პოროშენკომ კონსულტანტის რანგში დამნიშნა. ყველაფერს გავეკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული, რომ უსაფრთხოება, ეკონომიკური რეფორმები და ევროკავშირთან კავშირი უზრუნველვყო” – დაწერა რასმუსენმა “ტვიტერის” მიკრობლოგში.
შეგახსენებთ, რომ როგორც “თაიმერი” უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით იუწყებოდა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტერ პოროშენკომ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ფონ რასმუსენი თავის უშტატო მრჩევლად დანიშნა.

banner
წინა სტატიაშიელექტრომაგნიტური რელსური ქვემეხი მომავლის იარაღად სახელდება
შემდეგი სტატიანასა:არ გამოტოვო – პირველ ივნისს სატურნი დედამიწას ძალიან მიუახლოვდება