„რასაც არასამთავრობოები სახიფათო ტენდენციად აფასებენ, ჩემთვის ეს არის ისტერიკა“ – ლევან მურუსიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე არასამტავრობო ორგანიზაციების პოზიციას, უკანასკნელი დღეების მანძილზე, ისტერიკას უწოდებს. ამ შეფასებით, მურუსიძე სასამართლოს კრიტიკისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებებს გამოეხმაურა:

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თქვა, რომ ის რაც ხდება, აზიანებს არამხოლოდ ერთ კონკრეტულ მოსამართლეს, პრობლემა არის გაცილებით გლობალური, რეალურად, საფრთხე ექმნება სასამართლო სისტემის გამართულობას და მის ავტორიტეტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ მხარეებს, რომ გამართოს დისკუსია, ვიმსჯელოთ, იქნებ რამეზე შევთანხმდეთ, სანქციები მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სასამართლოს დარბაზში ისედაც არსებობს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ისეთი რაღაც ხდება, რაც აზიანებს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს. დავსხდეთ, ვისაუბროთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ იქნებ რაღაცნაირად ავკრძალოთ ლანძღვა-გინება“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშივანში 14 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატია„საბჭოში არის ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა არსებობდეს რეგულაციები“ – შოთა გეწაძე