„საბჭოში არის ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა არსებობდეს რეგულაციები“ – შოთა გეწაძე

სასამართლოს კრიტიკისთვის სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შოთა გეწაძე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, საბჭოში არის ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა არსებობდეს რეგულაციები, თუნდაც სიტყვიერი გაფრთხილება:

„მე შევასწორებდი შეფასებას, რომ თითქოს მე ვითხოვ საჯარიმო სანქციას. ჩემი პასუხი ყოველთვის იყო, რომ ვისაუბროთ, ერთმანეთს უკეთ გავუზიაროთ მოსაზრებები. საბჭო არ შეთანხმებულა იმაზე, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, იქნება ეს სანქციები, თუ გაფრთხილება. უბრალოდ, ჩემი პირადი მოსაზრებით, ერთ-ერთი ალტერნატივა იყო ჯარიმა. ამის ისე წარმოჩენა, თითქოს, მე ვითხოვ ჯარიმას, არ არის სწორი.

ჩემი და საბჭოს პოზიციაა ის, რომ რეგულაციები უნდა არსებობდეს. როგორი იქნება ეს რეგულაციები, ერთად მოვიფიქროთ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჯერ ჩვენ რეგულაციებზე არ გვიმსჯელია. საბჭოში არის ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა არსებობდეს რეგულაციები. თუნდაც სიტყვიერი გაფრთხილება“, – განაცხადა შოთა გეწაძემ.

banner
წინა სტატიაში„რასაც არასამთავრობოები სახიფათო ტენდენციად აფასებენ, ჩემთვის ეს არის ისტერიკა“ – ლევან მურუსიძე
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ ლევან იზორიას ნეპოტიზმში ადანაშაულებს