რას აცხადებს ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული გიორგი ხარაზიშვილი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხუთ მოქალაქეზე?!

საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ჭვრინისიდან გატაცებული და დღეს გათავისუფლებული 62 წლის გიორგი ხარაზიშვილი ამბობს, რომ ცხინვალის იზოლატორი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს  განუცხადა, ე.წ საზღვრის უკანონო კვეთისთვის დადგენილი 2000 რუსული რუბლი მისმა ნათესავებმა გადაიხადეს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

მედიასთან  საუბრისას გიორგი ხარაზიშვილმა აღნიშნა, რომ ცხინვალის იზოლატორში ყოფნისას თრუსოს ხეობაში გზააბნეული და ოკუპანტების მიერ დაკავებული ხუთი ახალგაზრდის შესახებაც ფლობს ინფორმაციას.

„სამი ბიჭია და ორი გოგო. ცალ-ცალკე კამერაში ვიყავით. როგორც გავიგე, თავს ნორმალურად გრძნობენ. თქვეს, რომ მთაში დააკავეს, როცა გზა აერიათ“, – აღნიშნა გიორგი ხარაზიშვილმა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის გათავისუფლება ხვალისთვის იგეგმება.
banner
წინა სტატიაშიფეხბურთელ გურამ კაშიას საქმეზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია გამოკითხეს
შემდეგი სტატიავიცე-პრემიერის სამძიმარი ამერიკის შეერთებულ შტატებს -გიორგი გახარიამ ამერიკელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა