ვიცე-პრემიერის სამძიმარი ამერიკის შეერთებულ შტატებს -გიორგი გახარიამ ამერიკელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეწვია და  სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

შს მინისტრმა ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო სენატორის ოჯახს, მის ახლობლებს და ამერიკელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 2 სექტემბერს დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშირას აცხადებს ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული გიორგი ხარაზიშვილი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხუთ მოქალაქეზე?!
შემდეგი სტატიააფეთქებენ კლდეს, ბიძგები იმდენად ძლიერია ,სახლები დააზიანა-მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა