რაქვიაშვილი – როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას

„გირჩის“ დეპუტატის სანდრო რაქვიაშვილის შეფასებით, მოძრაობამ „სირცხვილია“ შეცდომა უნდა აღიაროს და აქციების ორგანიზებას თავი დაანებოს.

რაქვიაშვილის განცხადებით, „როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას”.

„აქციის დროს ბევრი შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილებები იყო მიღებული. გამოვიდა, რომ 100 000- იანი მიტინგი 15 აქტივისტამდე დაიყვანეს, რომლებიც კანცელარიასთან რაღაცას ყვირიან. ეს ასე არ შეიძლება”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა 3 ივლისის აქციის შეფასებისას.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე – ცოდნა, ყველაზე ძლიერი იარაღია
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბორჯომში სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა