პაპუაშვილი – მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე – ცოდნა, ყველაზე ძლიერი იარაღია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურება.

პაპუაშვილი სტუდენტებს ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპზე წარმატებას უსურვებს. მისი განცხადებით, ჩვენს ქვეყანას საკუთარი პროფესიის მცოდნე და შრომისმოყვარე მომავალი სჭირდება.

„დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. ცოდნა, ყველაზე ძლიერი იარაღია. ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება საკუთარი პროფესიის მცოდნე და შრომისმოყვარე მომავალი. ვუერთდები თქვენს ოჯახებს და მეგობრებს, რომლებიც დღეს თქვენ გგულშემატკივრობენ. წარმატებები! წინ მნიშვნელოვანი და საინტერესო ცხოვრება იწყება!“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბი – რუსეთის საოკუპაციო ძალები პოზიციებს ამაგრებენ ლისიჩნსკში და ამზადებენ შეტევას სლავიანსკის მიმართულებაზე
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – როგორც ირაკლი ღარიბაშვილი უნდა წასულიყო თანამდებობიდან დაშვებული შეცდომის შემდეგ, ისევე „სირცხვილია” უნდა შეეშვას მიტინგების დაშლას