რაქვიაშვილი: კახა კალაძის შანსები საკმაოდ მაღალია, ოპოზიციის მხარეს ვერ ვხედავ რესურსს, რომ სათანადო კონკურენცია გაუწიონ

„გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძეს გამარჯვების საკმაოდ მაღალი შანსი აქვს.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხარეს ვერ ხედავს რესურსს, რომ მას ვინმემ სათანადო კონკურენცია გაუწიონ.

„კონკრეტულად, კახი კალაძის შანსები საკმაოდ მაღალია. ყველაზე რეიტინგული ფიგურაა „ქართულ ოცნებაში“და ბუნებრივია, რომ კანდიდატი ის გახდა. ოპოზიციის მხარეს არც კი ვხედავ რესურსს, რომ სათანადო კონკურენცია გაუწიონ. თუმცა დაახლოებით ორი თვე დაგვრჩა და ვნახოთ, რა მოხდება.

გაერთიანებული ოპოზიციის იდეა მცდარია, თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებაა, რათა ყველა ამომრჩეველმა ისეთი პარტია დაინახოს სიაში, რომელიც მისთვის უფრო საინტერესო იქნება. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ლოკალურ დონეზე კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება სხვადასხვა ტიპის შეთანხმებები იყო. ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდეც. მაგრამ გლობალურად თუ გადავხედავთ, პირიქით, დამაზიანებელი იქნება ოპოზიციისთვის თუ ჩვენ დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა ოპოზუციური ძალები არიან. ეს იქნება ოპოზიციისთვის გარანტირებული წაგება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება მესამე პოლიტიკური ძალის შესახებ იდეას, რაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს, რაქვიაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ საუბრისგან არაფერი გამოვა.

banner
წინა სტატიაშიკულუმბეგოვი: კორონავირუსის გავრცელების მართვა გაურკვეველი მეთოდებით მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასამადაშვილი: ის ხალხი, ვინც ხელს არ აწერს მიშელის შეთანხმებას, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მიერ გატარებულ პოლიტიკას