კულუმბეგოვი: კორონავირუსის გავრცელების მართვა გაურკვეველი მეთოდებით მიმდინარეობს

„მიმაჩნია, რომ სახელმწიფო თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის უახლოეს დღეებში, აგვისტოდან სავალდებულო გახდეს ვაქცინაცია, ეს იქნება ძალიან სერიოზული სტიმული თუნდაც დარჩენილი მოსახლეობისთვის“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მართვა გაურკვეველი მეთოდებით მიმდინარეობს.

„ჩვენ პანდემიის მართვა იმდენად არაკოორდინირებული და სრულიად გაურკვეველი მეთოდებით დავიწყეთ შეზღუდვების მოხსნის თვალსაზრისით, რომლის მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა.

ან პოლიტიკა უნდა ყოფილიყო რომ მთლიანად ჯოგური იმუნიტეტისკენ აქცენტი, რომლისკენაც მივდივართ, ან მეორე მხრივ ჰუმანური და მეცნიერულად დასაბუთებული მართვა პანდემიის, რაც ბეწვის ხიდზე გავლას გულისხმობს“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

banner
წინა სტატიაშიზარქუა: თინა ბოკუჩავას მცდელობა ჰქონდა, საქართველოს პარლამენტში უკრაინული სცენარი გადმოეტანა
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი: კახა კალაძის შანსები საკმაოდ მაღალია, ოპოზიციის მხარეს ვერ ვხედავ რესურსს, რომ სათანადო კონკურენცია გაუწიონ