რამიშვილი პროკურატურისგან ითხოვს გაავრცელოს ინფორმაცია “ვისგან შეიძინა ბრალდებულმა ციანიდი”

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მამა გიორგი მამალაძისთვის ბრალის დამძიმებას და ახალი გარემოებების გამოვლენას ფანტაზიის ნაწილს უწოდებს.
რამიშვილი პროკურატურისგან ითხოვს გაავრცელოს ინფორმაცია “ვისგან შეიძინა ბრალდებულმა ციანიდი”.

“პროკურატურის განცხადება გაუგებარია, ამდენი რამე თუ დაამტკიცეს და გამოიძიეს, რით ვერ დაადგინეს ვისგან იყიდა, თუ იყიდა ციანიდი? რა დაადგინეს? – ერთი ფანქარიც შეიძლება სასიკვდილო იყოს, ის დაადგინეს სად იყიდა, ვისგან შეიძინა და დააკავეს საერთოდ ვინმე, მაგას ადგენენ და ამას არა? ფანტაზიის უნარია ანომალიური”- აღნიშნა ადვოკატმა.

დაკავებულის უფლებადამცველი “ნიუპოსტთან” ამბობს, რომ მამალაძეს ბრალი 2017 წლის 26 აპრილს დაუმძიმდა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით.

ცნობისთვის, დღეს გავრცელებული ინფორმაციით დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. უწყების ცნობითვე, მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ბიბილაშვილი: სესიაშვილმა პრაქტიკულად, მისი შვილის ყველა ბრალდება დაადასტურა
შემდეგი სტატიაქართულმა დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა