ზაზა ბიბილაშვილი: სესიაშვილმა პრაქტიკულად, მისი შვილის ყველა ბრალდება დაადასტურა

ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი სესიაშვილის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ მან, პრაქტიკულად, მისი შვილის მიმართ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყველა ბრალდება დაადასტურა.

“სესიაშვილმა დაადასტურა, რომ:
(ა) დანაშაული ნამდვილად მოხდა;
(ბ) მისი შვილი, დიდი ალბათობით, იყო დანაშაულის ადგილას;
(გ) 20 წლის მესამეკურსელი სუს-ის ანალიტიკურ დეპარტამენტში დაასაქმეს – ოღონდ იმიტომ კი არა, რომ სესიაშვილის შვილია, არამედ იმიტომ, რომ პროფესიონალია და სახელმწიფო უსაფრთხოებას ასე ჭირდება…
ხოდა, პროკურატურაში რაღაზე შეაქვს საჩივარი – შვილისთვის ხელფასის გაზრდას ხომ არ ითხოვს?”, – წერს ბიბილაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

ირაკლი სესიაშვილმა ბრალდებას აბსურდული უწოდა და დაადასტურა, რომ მისი შვილი მართლაც მუშაობს სუს-ში, თუმცა, სამსახურში მას შემდეგ აიყვანეს, რაც თავად 20 წლის დავით სესიაშვილმა მიმართა განცხადებით და არა იმიტომ, რომ მისი შვილი იყო.
დღეს ირაკლი სესიაშვილმა ენმ-ს ცრუ დასმენისთვის პროკურატურაში უჩივლა და განაცხადა, რომ მისი შვილის ანაბეჭდები მ ართლაც იყო გაქურდულ მანქანაზე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ის მანქანის პატრონთან მეგობრობდა.

banner
წინა სტატიაშიტრამპა მექსიკასთან და კანადასთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა გადაიფიქრა
შემდეგი სტატიარამიშვილი პროკურატურისგან ითხოვს გაავრცელოს ინფორმაცია “ვისგან შეიძინა ბრალდებულმა ციანიდი”