რამეს თუ გეუბნებათ პოლიციის ოფიცრების სახელები და გვარები – გიორგი ნანობაშვილი და ლაშა კვარაცხელია?

“რამეს თუ გეუბნებათ პოლიციის ოფიცრების სახელები და გვარები – გიორგი ნანობაშვილი და ლაშა კვარაცხელია? ესენი არიან ის პოლიციის ოფიცრები, რომლებიც იყვნენ კორცხელში, სადაც “ქართული ოცნების” დაჯგუფებამ სცემა პარლამენტის წევრები”, – ამ შეკითხვით მიმართა უმცირესობის დეპუტატმა შს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის სხდომაზე.

“ჩემს მეხსიერებას რომ არ ენდოთ, არის კადრები. მათ შემოხეული აქვთ პოლიციელის ფორმა. ამ ორი პოლიციელის ცემის გამო საქმე აღძრული არ არის. არავის არცერთი დღე ციხეში არ გაუტარებია. ისინი ასრულბდნენ საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობას. ეცვათ პოლიციელის ფორმა, როცა ისინი სცემეს! 2017 წლის 17 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე “ევროპული საქართველოს” აქციის მიმდინარეობისას მათ თავს დაესხნენ ექსტრემისტული დაჯგუფებები და ჰოი საოცრებავ, არავინ დაუპატიმრებიათ. თუ კანონი ყველაზე ერთნაირად ვრცელდება, რატომ არ არიან ისინი დაპატიმრებულები? მაშინ რა არის შერჩევითი სამართალი?!”, – მიმართა დეპუტატმა შს მინისტრს.

banner
წინა სტატიაში“იმიტომ ხომ არ აფარებთ ხელს დათუნა სარალიძის მკვლელს, რომ თქვენ თავად ხართ დანაშაულის დაფარვის თანამონაწილე”
შემდეგი სტატია,,რა რესურსს ხარჯავს თქვენი სამინისტრო, როდესაც ჩვენი მოქალაქეები დაუცველები არიან”