,,რა რესურსს ხარჯავს თქვენი სამინისტრო, როდესაც ჩვენი მოქალაქეები დაუცველები არიან”

“გუშინ ორი შეიარაღებული ყაჩაღობა მოხდა. რა რესურსს ხარჯავს თქვენი სამინისტრო, როდესაც ჩვენი მოქალაქეები დაუცველები არიან?”, – ამ შეკითხვით მიმართა უმცირესობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა შს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის სხდომაზე.

“ჩვენი ინფორმაციით, შერჩევითი სამართლის ფარგლებში, გუშინ განიხილებოდა კონკრეტული ღონისძიებების გატარება იმ ადამიანების წინაარმდეგ, ვინც სასტიკად სცემეს ჩვენი პარტიის წევრები ახალქალაქში. ეს ასეა? როდის აპირებთ ამ ინცინდენტში პასუხისმგებელი ადამიანების მყისიერად დაკავებას, როგორც ეს ჩვენი პარტიის წევრის შემთხვევაში გააკეთეთ?

ასევე, გუშინ ორი შეიარაღებული ყაჩაღობა მოხდა. რა რესურსს ხარჯავს თქვენი სამინისტრო, როდესაც ჩვენი მოქალაქეები დაუცველები არიან?

ასევე, გრძნობთ პასუხისმგებლობას 16 დეკემბერთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება დაიცვა? მსოფლიომ იხილა ორი რეალობა – ინაუგურაცია და ის, რომ პოლიცია საკუთარ მოქალაქეებს ურტყამს!”, – მიმართა დეპუტატმა შს მინისტრს.

banner
წინა სტატიაშირამეს თუ გეუბნებათ პოლიციის ოფიცრების სახელები და გვარები – გიორგი ნანობაშვილი და ლაშა კვარაცხელია?
შემდეგი სტატია,, შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი?“