რამდენიმე წუთის წინ, გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი იპოვეს

“რუსთავი2-ის” ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი იპოვეს. გოგონა თავს კარგად გრძნობს. “რუსთავი 2” დეტალებს ადგილზე არკვევს.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანი დღეს დილით გაუჩინარდა. გოგონა ძმამ სკოლაში მიიყვანა, თუმცა ის შენობაში არ შესულა, სათვალთვალო კამერებში კი ჩანდა, რომ მოზარდი მაღაზიის მიმართულებით გადაადგილდება რის შემდეგაც მისი კვალი აღარ ფიქსირდებოდა.

12 წლის გოგოს სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიბექა ბასილაიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 2 თვით სატელეფონო ზარის აკრძალვა არის იუსტიციის სამინისტროსა შურისძიება
შემდეგი სტატია“სამწუხაროდ, როგორც კი დღის წესრიგში დადგა დევნილთა დაბრუნების თემის განხილვა, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა მაგიდა”