ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 2 თვით სატელეფონო ზარის აკრძალვა არის იუსტიციის სამინისტროსა შურისძიება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას, ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 2 თვით სატელეფონო ზარის აკრძალვა არის იუსტიციის სამინისტროსა შურისძიება ერთის მხრივ, მესამე პრეზიდენტზეა და მეორეს მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის ქმედებებზე.

“პენიტენციური სამსახურის ეს გადაწყვეტილება არის პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის იმ ქმედებაზე, რითაც მან იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების არსებით დარღვევაში ამხილა.

დღევანდელი ეს ქცევა პენიტენციური სამსახურის შურისძიებაა სააკაშვილის მიმართ და ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს უკვე მეორედ აუკრძალეს სატელეფონო ზარის უფლება.

იუსტიციის სამინისტრომ თითიდან გამოწოვილი მიზეზით აუკრძალა მესამე პრეზიდენტს ზარის უფლება, საუბარია 70 ლარიან ზარალზე, ალბათ, მალე სასამართლოში სამოქალაქო სარჩელსაც დაგვაწევენ, ეს 70ლარი აანაზღაურეთო. – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის საკრებულოს თავმჯდომარე შეიძლება გადააყენონ
შემდეგი სტატიარამდენიმე წუთის წინ, გორში დაკარგული 12 წლის მოზარდი იპოვეს