რაკლი ჩიქოვანი – საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით დავუკავშირდეთ მხოლოდ და მხოლოდ 144 , ხოლო 112-ს გადაუდებელი შემთხვევებისას

გუშინ, დღის განმავლობაში, 260 000-ზე მეტი ზარი შევიდა აღნიშნულ ნომერზე და შესაბამისად სწორედ ამით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხებები, რომელიც ინფორმაციის მიღებასთან იყო დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

პრემიერის პრესსპიკერის თქმით, რეგულაციის ამოქმედების პირველი 2 დღის განმავლობაში ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე განსაკუთრებული აქტივობა მოჰყვება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც ხაზი მინდა გავუსვა, ეს არის სახელმწიფო სამთავრობო ცხელი ხაზის 144-ის ფუნქციონირება. გუშინ დღის განმავლობაში 260 ათასზე მეტი ზარი შევიდა აღნიშნულ ნომერზე და შესაბამისად სწორედ ამით იყო გამოწვეული ის შესაძლო შეფერხებები, რომელიც ინფორმაციის მიღებასთან იყო დაკავშირებული. ჩვენ კარგად გვესმის, რომ რეგულაციის ამოქმედების პირველ 2 დღეს არის განსაკუთრებული აქტივობა და ჩვენ მზად ვართ გავუმკლავდეთ. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას რაიმე ფორმის შეფერხებისთვის, მაგრამ ეს ხაზი აგრძელებს მუშაობას და ჩვენ მაქსიმალურად, მივაწვდით ჩვენს თანამოქალაქეებს ინფორმაციას იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს და იმ გამონაკლის შემთხვევებზე, რომლითაც მათ შეუძლიათ სარგებლობა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები ვერ იღებენ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას 144-ზე, ისინი მიმართავენ 112-ს. თქვენ იცით, რომ ქვეყანაში 112 ფუნქციონირებს განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ეს არის ის ცხელი ხაზი, რომელიც აუცილებელია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მაშინ როდესაც მათ სურთ დაკავშირება პოლიციასთან ან სურთ მიიღონ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება. მინდა უმორჩილესად გთხოვოთ ყველას, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ 144 დავუკავშირდეთ ,ხოლო 112 დავტოვოთ იმ აუცილებელი და გადაუდებელი შემთხვევებისთვის, რომლისთვისაც ის თავიდანვე ფუნქციონირებდა, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა უყურადღებოდ დაგვრჩეს არცერთი შემთხვევა, რომელიც იქნება ყურადსაღები, როგორც მედიკოსებისთვის ასევე, პოლიციელებისთვის. მოგმართავ უმორჩილესად, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოვიყენოთ ცხელი ხაზი 144“, განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, მოქალაქეების უკეთ ინფორმირებისთვის, ინფორმაცია რომელიც დაკავშირებულია შეზღუდვებთან, დღის ბოლომდე ვებ-გვერდზე www.StopCoV.ge-ზე აიტვირთება.

„მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, იმ პირების, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, მაგალითად კლინიკების თანამშრომლები თუ ექიმები, ფარმაცევტული ობიექტების თანამშრომლები, სასურსათო მაღაზიების თანამშრომლები თუ სხვა, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ თავად ობიექტების ხელმძღვანელობას აქვს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი თანამშრომლების, თუ, თუნდაც იმ პაციენტების, ვინც მკურნალობდა მათ კლინიკაში და გაეწერება, დასაშვებია ყველა ამ პირის შეუფერხებელი გადაადგილება ავტომობილი., ამ ადამიანების უკეთ ინფორმირების მიზნით, ეს პირობები გამოქვეყნდება, ვებ-გვერდზე www.StopCoV.ge დღის განმავლობაში ეს იქნება ამ ვებგვერდზე ატვირთული და თითოეულ თქვენგანს ექნება, რომ დეტალურად გაეცნოს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა დასჭირდეს“, განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებამდე გადაადგილებას გამგეობები უზრუნველყოფენ
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია: როგორ შეიძლება, ამ სიტუაციაში არ თქვა იმაზე კარგი, რაც კარგია, მაგრამ ამასთანავე, მინდა, გვესმოდეს, რომ კრიზისი გრძელდება