კახა კალაძე – თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებამდე გადაადგილებას გამგეობები უზრუნველყოფენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 22, 2020 15:33

კახა კალაძე – თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებამდე გადაადგილებას გამგეობები უზრუნველყოფენ

მნიშვნელოვანი

  • კახა კალაძე - თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებამდე გადაადგილებას გამგეობები უზრუნველყოფენ

სხვა სტატიები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ფეისბუქ ლაივით“ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების პირობებში მოსახლეობის გადაადგილების პრობლემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემა თბილისთან შემოერთებული სოფლების მოსახლეობას აქვს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული სოფლების მოსახლეობის სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში გასვლას, გარკვეული დროის განმავლობაში, შესაბამისი გამგეობები უზრუნველყოფენ.

„გუშინ გაგრძელდა რიგი შეზღუდვები, რომელიც გათვალისწინებულია იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რაც ემ ეტაპზე ქვეყანაშია. ჩვენმა ღონისძიებებმა განაპირობა ის, რომ არ მოხდა ვირუსის უკონტროლო აფეთქება და ეს თითოეული ექიმის, სხვადსხვა საჯარო სამსახურში დასაქმებულის, კარანტინის წესების თითოეული შემსრულებელი რიგითი მოქალაქეების დამსახურებაა. მე კარგად მესმის, თუ რამდენად დიდი ფსიქოლოგიური დისკომფორტია ეს ყველაფერი, მაგრამ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფერს, პირველ რიგში, საკუთარი თავის უსაფრთხოებისთვის ვაკეთებთ.
მესმის, რომ ამ შეზღუდვებმა სერიოზული დისკომფორტი გამოიწვია და განსაკუთრებით ბევრი ზარი შემოდის. ეს ეხება განსაკუთრებით შემოერთებულ სოფლებს და ასევე არის სოფლები, რომლებიც ეკუთვნის მცხეთის მუნიციპალიტეტს და ერთადერთი მისასვლელი გზა არის თბილისის გავლით. ზარები ეხება იმას, რომ ამ კონკრეტულ სოფლებში არანაირი სასურსათო მაღაზია არ არის, არ არსებობს აფთიაქები, შესაბამისად, გამგეობებს დაევალათ, რომ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ ამ სოფლებთან და ოჯახებთან, მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ და მივცეთ მათ იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინონ მათი გარკვეული დროის განმავლობაში გასვლა საკვები პროდუქტების და იმ პროდუქტების შესაძენად, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. მათ ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა და მხარდაჭერა ჩვენი გამგეობების ჩართულობით“, – განაცხადა კახა კალაძე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 22, 2020 15:33

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics