„რაის კონსულტაციები, ქ-ნო სოფიო, ერთი კაცის ერთი სიტყვა უნდა მაგას“ – ნატო ჩხეიძე სოფო კილაძეს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებზე ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
„სერიიდან: აბა, შეხედეთ

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც რეალურად გავარკვევთ, რა გარემოებებმა იმსხვერპლა ჩვენი პირველი პრეზიდენტი“, – ასე ბრძანა და მაშინვე გამოეხმაურა „ოცნების“ მმართველის მილოცვის ტექსტს სწრაფი რეაგირების დეპუტატი სოფიო კილაძე.

ნუთუ, არ იცით, რომ ეს დრო დიდი ხანია დამდგარია, ქ- ნო სოფიო?

კონსტანტინე გამსახურდიამ წინა ხელისუფლების საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოიძია და როსტომ ჩხეიძემ თავის წიგნში – „ეკლის გვირგვინი“ დაადასტურა ეს გარემოებები.

ქ- ნი დეპუტატი თუ პროკურატურის დასკვნას ელოდება, მაგას რომ პოლიტიკური ნება სჭირდება, ეგ ალბათ, ჯერ არ სმენია ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს…

„უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები იმაზე, რომ თუ არის შესაძლებელი, რამე სხვა ფორმა გამოინახოს ამ საკითხის ეფექტურად გადაჭრისთვის, ეს უნდა გავაკეთოთ”, – გვარწმუნებს დეპუტატი.

რა მგზნებარე მოწოდება!!!

და ის მაინც თუ არის ცნობილი ქ- ნი დეპუტატისთვის, ეს კონსულტაციები სად და ვისთან უნდა გააგრძელოს და ვინ?..

რაის კონსულტაციები, ქ- ნო სოფიო, ერთი კაცის ერთი სიტყვა უნდა მაგას.

მაგრამ ის ერთი კაცი ამას უკვე აღარ იტყვის.

დრო კი, ამის თქმის დრო მართლაც მოვა!..
კაციც მოვა ამის მთქმელი!..“

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ქართველი ბიზნესმენი ირაკლი საბულუა გაიტაცეს
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დაუჯეროს ვინმეს დაპირებებს, მით უფრო – ამ პოლიტიკურ კონტექსტში