უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი ირაკლი საბულუა გაიტაცეს

“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აბაშის მუნიციპალიტეტში, ბიზნესმენი ირაკლი საბულუა უკრაინაში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს. ამის შესახებ STV-ს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

გატაცების მიზეზად გამოპსასყიდის გადახდა სახელდება. პირველადი ინფორმაციით, გამტაცებლები ოჯახის წევრებს ჯერ არ დაკავშირებიათ.

ცნობისათვის, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” აბაშის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი საბულუას კანდიდატურა წარადგინა. მას “ნაციონალური მოძრაობიდან დავით დარცმელიძე დაუპირისპირდა. არჩევნებზე გამარჯვება დარცმელიძემ მოიპოვა. მას შემდეგ ირაკლი საბულუა საცხოვრებლად უკრაინაში გადავიდა და საქმიანობა კერძი სექტორში განაგრძო.

ამ დრომდე უცნობია ირაკლი საბულუას გატაცების სხვა დეტალები.

 

წყარო: STV

banner
წინა სტატიაშიგარდაცვლილი ქალის ახლობლებმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან მორიგი აქცია გამართეს
შემდეგი სტატია„რაის კონსულტაციები, ქ-ნო სოფიო, ერთი კაცის ერთი სიტყვა უნდა მაგას“ – ნატო ჩხეიძე სოფო კილაძეს