რაღაცის მოპარვის ბრალდებაში, კორუფციის ბრალდებაში ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ – ნიკა გვარამია

„მთავარი და ფუნდამენტური ტყუილი, რაც პიარისთვის იყო გაკეთებული, თეთრი ძაფებით ნაკერი, ბინები, რომ მოვიპარე. ამ ბრალდებაში, რაღაცის მოპარვის ბრალდებაში, კორუფციის ბრალდებაში ვირთხა ივანიშვილს არ ვაპატიებ. კორუფცია ჩემთვის არის წითელი ხაზი,“ – ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია მისთვის ბრალის წარდგენას.

ის აპირებს, რომ პროკურატურაში მივიდეს და ბრალის დადგენილება ჩაიბაროს. “რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის თქმით, მისთვის წარდგენილი ბრალი თეთრი ძაფებით ნაკერია.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ბრალი იქნებოდა, უბრალოდ ვერ იპოვეს იმ საკითხებში, სადაც ეძებდნენ, კონტრაქტი რატომ დადე ცუდიო, ამაზე ბრალის წარდგენა. ბოდვაა, ყველას გვესმის. ჯერ ერთი და მერე მეორე, ამ კონტრაქტით დაგროვილი ფული, ეს კონტრაქტი ჩემი შექმნილი არ არის, არის სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ გავლილი, საბოლოო ხელმოწერა იყო ჩემი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გენერალური დირექტორი წყვეტს ყველაფერს და ყველაფერი იცის, მან არ იცის მართვის საკითხები, ასეთი კონტრაქტისთვის შეძლება დადგეს სამოხელეო ან სამეწარმეო პასუხისმგებლობა და გამათავისუფლონ. ეს არ მომხდარა, პირიქით, მოწონებულია დამფუძნებლების მიერ, ეს ყველაფერი ტყუილია კონტრაქტთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშინამდვილად არის დანაშაულის ნიშნები – პაატა სალია პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი – გვარამიას ანგელოზად არ ვთვლი, მაგრამ სისტემა დარჩა იგივე – წინა ხელისუფლება შეურაცხყოფაზე ცემდა, დღევანდელი – არ ცემს, მაგრამ იჭერს