რადოსლავ სიკორსკი – ბრავო ისრაელს ირანის საჰაერო თავდასხმის მოგერიებისთვის

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ირანის ისრაელზე თავდასხმას გამოეხმაურა და შეაქო ისრაელი თავდასხმის მოგერიებისთვის.

ამასთან, სიკორსკიმ მოუწოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მხარი დაუჭიროს ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტს.

„ბრავო ისრაელს ირანის უზარმაზარი საჰაერო თავდასხმის მოგერიებისთვის, რომელიც კოორდინირებული იყო რამდენიმე მიმართულებით. ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს და მსგავსი თავდაცვის საშუალებები უნდა გაიგზავნოს უკრაინაში. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერო, მაიკ ჯონსონ, გთხოვთ, პალატამ მხარი დაუჭიროს ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტს“, – წერს სიკორსკი.

banner
წინა სტატიაშიირანში განაცხადეს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია დასრულებულია
შემდეგი სტატიაკალაძე – 1978 წლის 14 აპრილი, კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლა ერის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, ასეთი დღეები გვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას