თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს.
„1978 წლის 14 აპრილი – კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლა ერის თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.
ასეთი დღეები გვახსენებს, რა ძალა აქვს ჩვენს ერთობას და ცხადყოფს, რა არის მთავარი ერის ცხოვრებაში.
გილოცავთ დედაენის დღეს“, – წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე.