გუშინ ინტერნეტიდან გაქრობის შემდეგ “რედიოჰედის” საიტი ისევ აღდგა – საიტზე განთავსებულია სიმღერა Burn The Witch-ზე გაკეთებული ახალი კლიპი. სიმღერა, სავარაუდოდ, ახალი ალბომიდან არის.
სიმღერა Burn The Witch 2003 წელს ფრაგმენტულად დაუკრეს. მისი სათაური ალბომ Hail To The Thief-ის ბუკლეტში გამოჩნდა. ყველა შემდეგ ტურნეში მუსიკოსები ამ სიმღერის ნაწყვეტს ასრულებდნენ, მაგრამ ის მხოლოდ დღეს გამოჩნდა სრულად. სიმღერის ტექსტი ტომ იორკმა 2007 წელს გამოაქვეყნა.