რადიკალიზაცია და ძალადობრივი სცენარი ხელისუფლების ინტერესშია – ეკა ბესელია

„პროცესების რადიკალიზაცია და კანონიერი ფარგლებიდან გამოსვლა აწყობს მას, ვინც დაგეგმა ეს სცენარი და ჩააგდო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა“,- ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გამოსავალი არის სამართლებრივი გზა, თუ ეს ხელისუფლების ნებაც იქნება.

„პროცესების რადიკალიზაცია და კანონიერი ფარგლებიდან გამოსვლა აწყობს მას, ვინც დაგეგმა ეს სცენარი და ჩააგდო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა! ჩააგდო იმ მიზნით რომ არ სურდა ხელისუფლების დათმობა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაში დაინახა საფრთხე ხელისუფლების დაკარგვის!

ამიტომაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას განიხილავდა, როგორც კრიზის შექმნის პირობებში მისაღებ გამოსავლად და იტყვის : ვერ მოვასწრებთ ახლა კონსტიტუციურ ცვლილებებსო. ეს მიზანი ჩანს და ეს გეგმაც კარგად იკვეთება.

ზოგი ნებსით, ზოგი უნებლიეთ შესაძლოა ამ გეგმის ნაწილი აღმოჩნდეს და ამიტომაც საჭიროა გონივრული მოქმედება .

არსებობს კონსტიტუციური და კანონიერი გზა რომელზედაც ვსაუბრობდი ბოლო დღეებში: ან მოხდეს ხელახლა ინიცირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ( ეს მოსწრებადია დროში) ან რეგლამენტის ცვლილება და გაგრძელება პირველი მოსმენით ,დაბალი ქვორუმით (101) მიღებული კანონპროექტის ან უკიდურეს შემთხვევაში გერმანული მოდელის მაინც…

მოკლედ სამართლებრივი გზა არსებობს და არ არსებობს პოლიტიკური ნება!

ეს ნება უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ და ამას სჭირდება პროტესტი კანონიერი და ორგანიზებული!

რადიკალიზაცია პროცესების და ძალადობრივი სცენარი (თუ ასე წარიმართა პროცესი) კი დააჩქარებს იმ გეგმას ,რატომაც ჩააგდო ეს პროექტი და დანაპირები დამპირებელმა!

ღირს ამაზე დაფიქრება…“,- წერს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : მოვუწოდებთ ოპონენტებს, ხალხის მხარდაჭერის არქონას, საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ
შემდეგი სტატიათუთუნის მწარმოებლები მთიანი აჭარიდან მთავრობის სახლთან აქციას გამართავენ