თუთუნის მწარმოებლები მთიანი აჭარიდან მთავრობის სახლთან აქციას გამართავენ

ბათუმში, “თბილისის” მოედანზე მაღალმთიანი აჭარიდან თუთუნის მწარმოებლები ჩამოვიდნენ, ისინი თამბაქოზე დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები, აჭარის მთავრობის სახლამდე მსვლელობას გეგმავენ, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ. მოთხოვნები უცვლელია, ისინი თამბაქოზე აქციზის გადასახადის მოხსნას ითხოვენ. მოქალაქეების თქმით, თუ კი შეღავათები არ დაწესდება, ცვლილებას ვერ გაუმკლავდებიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 1 კილოგრამ წარმოებულ ნედლეულზე აქციზის გადასახადი 60 ლარია, რისი გადახდაც გლეხებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია.

banner
წინა სტატიაშირადიკალიზაცია და ძალადობრივი სცენარი ხელისუფლების ინტერესშია – ეკა ბესელია
შემდეგი სტატიაბლოკირებული იქნება არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ ყველა ის შენობა სადაც „ოცნება“ კომფორტულად გრძნობს თავს