“რადგან იგი ნასამართლევია სამშობლოს ღალატისთვის, დიდი ალბათობით ეს მასალები გადასცა ოკუპანტ სახელმწიფოს”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები აჩვენებს, რომ ისინი სამხედრო საიდუმლოს შესაძლო გატანასთან დაკავშირებულ დანაშაულს აცნობიერებენ და ამ დანაშაულის თანამონაწილეები არიან.

„ბატონი წითელაშვილი იყო მსჯავრდებული სამშობლოს ღალატში. უდიდესი ალბათობით, რადგან იგი ნასამართლევია სამშობლოს ღალატისთვის, რუსეთის სასარგებლოდ, მან ეს მასალები გადასცა ოკუპანტ სახელმწიფოს. ეს არის კოლოსალური დანაშაული და ახლა ეს წინააღმდეგობრივი განცხადებები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯანელიძის, ახლანდელი, უკვე დისკრედიტებული თავდაცვის მინისტრის, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მათ სინამდვილეში ესმით, რა მასშტაბის დანაშაულზეა საუბარი და შესაბამისად, ისინიც ამ დანაშაულის თანამომაწილენი არიან“, – განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს სხოდმაზე იმ ობიექტს, რომელზეც წითელაშვილი შევიდა, საიდუმლო სტატუსი მოხსნეს.

ცნობისთვის, საიდუმლო ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემაში გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ტრისტან წითელაშვილს ადანაშაულებს. გიგი კალანდაძის მტკიცებით წითელაშვილი, საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურებრივი საშვით შეძლო.

აღნიშნული ინფორმაცია ჰქონდათ გენშტაბის მოქმედ ხელმძღვანელს ვახტანგ კაპანაძეს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს თინა ხიდაშელს.

banner
წინა სტატიაშისოფელ ზვარეში ჩინურ კომაპანიაში დასაქმებული ასამდე მუშა გაიფიცა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) მიხეილ სააკაშვილი აჭარლებს მიმართავს