სოფელ ზვარეში ჩინურ კომაპანიაში დასაქმებული ასამდე მუშა გაიფიცა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში ჩინური კომაპანიის მიერ დასაქმებული ასამდე მუშა გაიფიცა.

გაფიცულების თქმით, კომპანიიდან რამდენიმე თანამშრომელი უმიზეზოდ გაათავისუფლეს. გარდა ამისა დასაქმებულებს პრეტენზიები აქვთ სამუშაო პირობებთან დაკავშირებით.

მათი თქმით, გაუმართავი სამუშაო ტექნიკის გამო ხშირად ირღვევა უსაფრთხოების ზომები.

ხარაგაულში, კერძოდ, ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალ სარკინიგზ მაგისტრალზე ჩინური კომპანია, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” გვირაბს აშენებს.

banner
წინა სტატიაშიამირან სალუქვაძე:რუსეთ-თურქეთის სამიტის მოლოდინები
შემდეგი სტატია“რადგან იგი ნასამართლევია სამშობლოს ღალატისთვის, დიდი ალბათობით ეს მასალები გადასცა ოკუპანტ სახელმწიფოს”