რადა მსოფლიო პატრიარქს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას სთხოვს

4 (1)უკრაინის რადამ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს უკრაინის ეკლესიითვის ავტოკეფალიის მინიჭება სთხოვა. შესაბამის დადგენილებას 345-მა დეპუტატმა უყარა კენჭი.
მიმართვა სახალხო დეპუტატებმა მსოფლიო ეკლესიის კრების მისადგომებთან გააკეთეს.
სახალხო დეპუტატები მსოფლიო პატრიარქს საკუთარ სიტყვას ახსენებენ, რომელიც მან 2008 წელს, უკრაინაში ვიზიტისას თქვა და აღნიშნავენ, რომ უკრაინულმა ეკლესიამ უკვე მიაღწია იმ დონეს, რომ აუცილებელი ავტოკეფალია მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ სრულიად მართლმადიდებლური კრება კრეტაზე დღეს იწყება. მასში ქართული ეკლესია არ იღებს მონაწილეობას, ისევე, როგორც რუსული ეკლესია.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ
შემდეგი სტატია“კენჭს ვიყრი თემქაზე, თუ წავაგე, თავს დავიხრჩობ ზღვაში”- კორკოტაშვილი დეპუტატობას აპირებს