“კენჭს ვიყრი თემქაზე, თუ წავაგე, თავს დავიხრჩობ ზღვაში”- კორკოტაშვილი დეპუტატობას აპირებს

გია კორკოტაშვილი მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას თბილისში, თემქის რაიონში აპირებს. როგორც კორკოტაშვილმა ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში განაცხადა, მისი კანდიდატურის წარდგენა პარტია „ჩვენი სამშობლოს“ მიერ მოხდა, რომლის თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილია:

„ვაპირებ ნდობა დავიმსახურო იმ ადამიანების, რომელთა უმეტესობის ნდობა უკვე მაქვს. როდემდე შეიძლება განზე გამდგარმა უყურო ამ ყველაფერს. „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეანიმაცია გაუკეთა, იმიტომ აღარ მწამს და არ მჯერა. ვერ ივარგეთ ბატონებო და რა გავაკეთოთ, პირველ ოთხ წელიწადს ტყუილში ხართ და ვერ გააკეთეთ ის, რაც გასაკეთებელი გაქვთ. კენჭს ვიყრი თემქაზე, ზღვასთან ახლოს არის და თუ წავაგე თავს დავიხრჩობ.“- განაცხადა კორკოტაშვილმა.

მისი თქმით პარტია“ჩვენი სამშობლოსთვის“ მთავარი სამუშაო თემა საქართველოს გაერთიანება იქნება, ამის მიღწევას კი სახალხო დიპლომატიის გაძლიერებით გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშირადა მსოფლიო პატრიარქს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას სთხოვს
შემდეგი სტატიაორლანდოში აღოაჩინეს ბავშვის ცხედარი, რომელიც ალიგატორმა გაიტაცა