რაჭაში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

რაჭაში, კურორტ შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე მესამე დღეა, დაკარგულ ახალგაზრდას, შოთა სამხარაძეს ეძებენ.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს.

სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები აქტიურ საგამოძიებო და სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.

საქმეში ჩართული არის ადგილობრივი მოსახლეობაც. რეგიონში ამჟამად თოვლის საფარი დიდია და სამუშაოები გართულებულია.

banner
წინა სტატიაშიაჭარასა და გურიაში შესაძლოა ტონობით ციტრუსი გადაყარონ-მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომსა და თელავში სიჩქარის მზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა აამოქმედა