შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომსა და თელავში სიჩქარის მზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა აამოქმედა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს რეგიონებში სიჩქარისმზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის რეგიონებში, კერძოდ, ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 10 ლოკაციაზე საავტომობილო სიჩქარისმზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა.
ამის შესახებ “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. ინფორმაციაში კონკრეტული ლოკაციებია მოცემული, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი:

1. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 25-ეკილომეტრიდან (ყვიბისის გადასახვევი>ქ. ბორჯომი) – ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ეკილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი>ქ. ბორჯომი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
2. ხაშური-ახალციხე-ვალე სსაავტომობილოგზის 27-ეკილომეტრიდან (ბაკურიანისგადასახვევი>ქ. ხაშური) – ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილოგზის 25-ეკილომეტრამდე (ყვიბისის გადასახვევი>ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
3. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ეკილომეტრიდან (ბაკურიანის გადასახვევი>ქ. ახალციხე) – ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ეკილომეტრამდე (ბორჯომისცენტრალურიპარკი>ქ. ახალციხე), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
4. ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ეკილომეტრიდან (ბორჯომის ცენტრალური პარკი>ქ. ხაშური) – ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ეკილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი>ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.

კახეთის რეგიონი:

5. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მე-60 კილომეტრიდან (გომბორი>ქ. თელავი) – ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 65-ეკილომეტრამდე (გომბორი>ქ. თელავი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
6. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 65-ეკილომეტრიდან (ქ. თელავი>გომბორი) – ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მე-60 კილომეტრამდე (ქ. თელავი>გომბორი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
7. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 29-ეკილომეტრიდან (ქ. თელავი>გურჯაანი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ეკილომეტრამდე (ქ. თელავი>გურჯაანი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
8. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32 კილომეტრიდან (გურჯაანი>ქ. თელავი) – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 29-ეკილომეტრამდე (გურჯაანი>ქ. თელავი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
9. ქ. თელავში, დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთიდან – დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
10. ქ. თელავში, დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან – დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათშორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. “ჭკვიანი” ვიდეოკამერა. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 375 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.

შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ მოკლეტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ.
სატელეფონო ნომრის გადამოწმების მიზნით ან მის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელხაზზე – 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიბრძანდნენ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში.
შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეო ჯარიმას მოკლეტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მასფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული
წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურვებ-გვერდზე – police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.

banner
წინა სტატიაშირაჭაში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა