“რაც მეტ წარმატებას მიაღწევს საქართველო, ბრიუსელის სამიტზე უფრო მეტ სასარგებლო გადაწყვეტილებას ვიხილავთ”

რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს საქართველო, ბრიუსელის სამიტზე საქართველოსთვის მიღებულ უფრო მეტ გადაწყვეტილებას ვიხილავთ,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხდა.

„ჩვენ დავიწყეთ მომავალი სამიტისთვის მომზადება. თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის. ვარშავის სამიტი სულ ახლახანს დასრულდა და ბრიუსელის სამიტის შედეგებზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჯერ მზადების პროცესშია. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რაც უფრო მეტ რეფორმას განახორციელებს საქრთველო, საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ მით უფრო მეტ გადაწყვეტილებას ვიხლავთ მომავალ სამიტზე“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობა უცხოურ კომპანიებთან, დადებითი ბიზნესგარემოს შექმნა – ეს არის რეფორმები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ნატო-სთან კავშირების გარეშეც.

„რაც უფრო წარმატებით მოახდენთ ქვეყნის მოდერნიზაციას, მით უფრო წარმატებულები იქნებით ნატო-ს წევრობის მიღწევის გზაზე. ჩემი გზავნილი თქვენდამი არის შემდეგი – გააგრძელეთ, რასაც აკეთებთ რეფორმების თვალსაზრისით, ეს მოიტანს სარგებელს, არა მხოლდო ნატო-ში გაწევრიანების, არამედ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება
შემდეგი სტატია„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სია შეიტანა