გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება ნათელ გზავნილს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციიის გზას მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება, დღეს ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნატო-ს წევრობისკენ მოამზადებს და მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება გამოყენებული თავდაცვის უნარიანობის ამაღლების თავსაზრისით . მინდა კმაყოფილებით ავღნიშნო, რომ ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო მზად არის გავგვიწიოს დახმარება ვარშავაში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შესაძლებლობები სწორად იქნება შეფასებული და წარმოადგენილი ბრიუსელის სამიტზე. თავის მხრივ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო მისიებში, ჩვენ ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად:, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრესკონფერენციაზე გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ალიანსთან შავი ზღვის მიმართულებით ურთიერთობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ არაერთხელ გაგვიმახვილებია ჩვენი პარტნიორების ყურადღება შავი ზღვის პრობლემატიკაზე. ეს რეგიონი ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი უშუალოდაა დაკავშირებული ერთიანი და მთლიანი ევროპის კეთილდღეობასთან, ჩვენი საერთო ამოცანაა ვუზრუნველყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ვაქციოთ იგი ევროპული თანამშრომლობის ზღვად“,- საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს საქართველოში ჩამოსვლისბითვის, ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც საქართველოსა და გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს იცავენ საერთაშორისო მისიებში.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონის ხელმძღვანელი: რუსეთი სირიის სამოქალაქო ომს მეტად აღვივებს
შემდეგი სტატია“რაც მეტ წარმატებას მიაღწევს საქართველო, ბრიუსელის სამიტზე უფრო მეტ სასარგებლო გადაწყვეტილებას ვიხილავთ”