რაც მეტ ინფორმაციას გადასცემს დამალული და კონსპირაციული საქმიანობის შესახებ უკეთესი იქნება – ვოლსკი “ომეგა ჯგუფის” საქმეს და ოქუაშვილის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ.

გიორგი ვოლსკის თქმით, აუცილებლად უნდა დადგინდეს, რა ხდება „ომეგას“ ირგვლივ.

„რაც მეტი იქნება ჩანაწერი და რაც მეტ ინფორმაციას გადასცემს იმ დამალული და კონსპირაციული საქმიანობის შესახებ, რომელსაც “ომეგაში” თვითონ „ომეგას“ გარშემო ადამიანები ეწეოდნენ, იქნება უკეთესი, რასაკვირველია,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღეს „კურიერმა“ კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.

ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ძვირადღირებულ მანქანებს და ფულს ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიეს ზეგავლენას მოახდენს იმ ხალხზე, ვინც დაკავშირებულია პარლამენტის საქმიანობასთან – სალომე სამადაშვილი პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა