“ის რაც გავრცელდა არის სრული მონაჩმახი”-ირმა ნადირაშვილი ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს

ინტერნეტით გავრცელებულ ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სახით მისვლას არ აპირებს ნაციონალური მოძრაობის არც ერთი წევრი.

უწყება წუხელ ირმა ნადირაშვილს მიუტანეს, თუმცა არ ჩაიბარა. გამოკითხვაზე არიან ასევე დაბარებული პეტრე ცისკარიშვილი და გიგი წერეთელი.

როგორც უმცირესობაში განმარტავენ გამომძიებლების კითხვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უპასუხებენ, თუ პარტიის ოფისში მივლენ.

გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს ყველა იმ პირის გამოკითხვას გეგმავენ, ვინც გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს.

„ის, რაც გავრცელდა არის სრული მონაჩმახი, არის უხეში მონტაჟი. არ ვაპირებთ ამ თემაზე წინ და უკან სიარულს სუს-ში, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საარჩევნო კამპანიაში. მზად ვართ ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას, მობრძანდნენ ოფისში სამუშაო დღის განმავლობაში, ჩვენ მზად ვართ პასუხი გავცეთ ისეთ ბოდვაზეც კი როგორიც გუშინ გავრცელდა,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: იმისათვის რომ ვიყოთ ძლიერი სახელმწიფო, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე : “ბურჭულაძე მარიონეტია და ის ასრულებს დავალებებს”