რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე

გამოცდაზე მოქცევის წესები ყველა გამოსაცდელის უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება. ამ წესებით უზრუნველყოფილია სექტორში სამუშაო პირობების შექმნა და პროცესის სამართლიანად და ობიექტურად წარმართვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება პირი: ლექსიკონის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში.

„გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება პირი: დამხმარე მასალის გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში;

წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ამის მსგავს შემთხვევაში;

ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში მოგეცემათ შენიშვნა და მიგეთითებათ წესების დაცვის აუცილებლობაზე. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიხსნებით გამოცდიდან.

გამოსაცდელი უნდა დაემორჩილოს გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამოცდიდან მოხსნის შესახებ.

დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ იმავე დღის 21:00 საათამდე წარმოადგინოთ საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ცენტრის შენობაში“, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ გაუპატიურებაში ბრალდებულს 11 წლით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიარა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე გამოცხადებისას