რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე გამოცხადებისას

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის იმ ნივთების ჩამონათვალს აქვეყნებს, რაც გამოსაცდელმა პირმა გამოცდაზე თან უნდა იქონიოს.

მათი ინფორმაციით, გამოცდაზე მოქცევის წესები ყველა გამოსაცდელის უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება.

„გამოცდების მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ:„პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში კი დამატებითი სამედიცინო პირბადე; წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი – გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით“, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშირა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე
შემდეგი სტატიაგექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია: კახა კალაძე მერობის კანდიდატურაზე