რა მოხდა ჩხოროწყუში და ვინ შეეცადა სიტუაციის განმუხტვას?

„თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ პირველ აგვისტოს, ჩხოროწყუში, მოქალაქეებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება, რასაც შეესწრო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ფაცაცია. თვითმხილველების ინფორმაციით ფაცაცია ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და დაპირისპირებული მხარეების გაშველებას.
თვითმხილველები ასევე ყვებიან, რომ ადგილზე სიტუაცია რამდენიმე წუთში განიმუხტა. პოლიციამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ჩვენი ინფორმაციით გამოკითხულია ჩხუბში მონაწილე ორივე მხარე, ასევე თვითმხილველები და ადგილობრივები.
კომენტარისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას დავუკავშირდი, სადაც აცხადებენ, რომ მათთვის ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია და დამნაშავე კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს.
„ჩვენთვის ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია. თქვენ, როგორც უკვე იცით შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას დაწყებული აქვს გამოძიება. ამ დროისთვის საბოლოო განაჩენი არ არის დამდგარი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა“ – გატარდება-აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში

banner
წინა სტატიაშისამინისტრო: დისტანციურზე გადასვლა შეეხება მათაც, ვინც სწავლა უკვე დაიწყო
შემდეგი სტატიაზუგდიდში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი სავარაუდოდ, გიული ალასანია იქნება