სამინისტრო: დისტანციურზე გადასვლა შეეხება მათაც, ვინც სწავლა უკვე დაიწყო

განათლების სამინისტროს განცხადებით, ის დაწესებულებები, რომლებმაც უკვე დაიწყეს სასწავლო პროცესი, უნდა გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე. ამის შესახებ უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. გადაწყვეტილება შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებს დიდ ქალაქებში, კერძოდ თბილისში, ქუთაისში, გორში რუსთავსა და ფოთში.

დანარჩენ რეგიონებში მდებარე დაწესებულებებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება საკლასო ოთახებში.

შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 11 სექტემბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე გააჟღერა. მისივე თქმით, ხსენებულ ქალაქებში ნებისმიერი სასწავლო პროცესი დაიწყება 1-ლი ოქტომბრიდან”.

banner
წინა სტატიაშიდიდუბეში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება
შემდეგი სტატიარა მოხდა ჩხოროწყუში და ვინ შეეცადა სიტუაციის განმუხტვას?