ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი სავარაუდოდ, გიული ალასანია იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი სავარაუდოდ, გიული ალასანია იქნება.

„ქალბატონ გიულისთან და სხვა მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით, ჩვენ 15 რიცხვში გვექნება წარდგენა. სავარაუდოდ, ის იქნება ზუგდიდის მაჟორიტარი“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი ზუგდიდში გიული ალასანიას შესაძლო კანდიდატობაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ „გიული ალასანია სიმბოლური კანდიდატი იქნება, თავად კი, რეალურ პრობლემებთან ბრძოლას აპირებს“.

„რაც შეეხება ჩვენი ოპონენტების კომენტარს, ეს არის ისტერიკაში მყოფი ადამიანების კომენტარი, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობა დასრულდება ძალიან მძიმე შედეგით. ზუგდიდში აუცილებლად გაიმარჯვებს ქალბატონი გიული, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეს არის ისტერიკა, რომელიც ზოგჯერ რაღაც ზღვარსაც სცდება“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

banner
წინა სტატიაშირა მოხდა ჩხოროწყუში და ვინ შეეცადა სიტუაციის განმუხტვას?
შემდეგი სტატიასაერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა პირველ ნოემბრამდე იმოქმედებს