ლევან ვარშალომიძეს მამაკაცმა ფეხსაცმელი ესროლა

11varაჭარის ყოფილი მეთაური, ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა და, როგორც ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, მას ოვაციებით დახვდნენ. ამასთან, კადრებში ჩანს, რომ ვარშალომიძეს გვერდს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად ოდესის გუბერანტორის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსიც უმშვენებს.

სარფში ჩასულ აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს, ლევან ვარშალომიძეს, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მამაკაცმა ფეხსაცმელი ესროლა. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი, რომელმაც ვარშალომიძეს ფეხსაცმელები ესროლა, სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს.
ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის აჭარის ავტონომიური რესპუბილიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

ლევან ვარშალომიძე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში აპირებდა დაბრუნებას. საერთოდ, როგორც კულუარებში ამბობენ, ვარშალომიძე იმ არცთუ მრავალრიხოვან ადამიანთაგან ერთ-ერთია, რომელსაც სააკაშვილი უპირობოდ ენდობა. ცნობილია ისიც, რომ სააკაშვილ-ვარშალომიძის ურთიერთობა იმ პერიოდიდან დაიწყეს, როცა ორივე კიევში სწავლობდა.

ვარშალომიძის საქართველოში დაბრუნება მთელ ქართულ პოლიტიკაში თუ არა, აჭარს რეგიონის დოენზე რაღაცას უეჭველი შეცვლის და არც ის არის გამორიცხული, რომ ეს დაბრუნება დიდ ხმაურში გადაიზარდოს. ასეთი დასკვნის გამოტანა, სხვა თუ არაფერი, იქიდანაც შეიძლება, რომ მას შემდეგ, რაც ვარშალომიძის ახალი პოლიტიკური გეგმების შესახებ პირველად გხდა ცნობილი, უფლებამდაცველმა მერაბ ბლადაძემ „ფეისბუქში“ საკმაოდ საინტერესო პოსტი გამოქვეყნა.

გეთანხმები, რომ ოცნებისხელისუფლებამ უზარმაზარი შეცდომები დაუშვა აჭარის მიმართებაში, თუნდაც იმით, რომ ბევრი, როგორც უქნარა, ასევე, ცუდი პიროვნული თვისებების მატარებელი ადამიანი მაღალ თანამდებობზე დასვა ამ ხალხს უკვე უშვებენ თანამდებობებიდან და რაღაც ახალის მოლოდინი გაგვიჩნდა, მაგრამ ეს არაა მთავარი.

ლევან, როგორ დავივიწყოთ შენი ყოფილი კარის მეზობელი ლეილა აბესაძე, ბინის გაფართოება რომ გადაწყვიტე და აიძულებდი, კაპიკებში დაეთმო მისი ბინა. არ დაგითმო და პოლიციის ძალით გამოათრიე კუთვნილი სახლიდან, ადამიანი, რომლის თვალწინ გაიზარდე, ბავშვობაში გეფერებოდა და ჟუვაჩკებსგჩუქნიდა პოლიციის ძალით გამოათრიე და საგიჟეში გამოაკეტინე, რამდენინე კვირით.
დღესაც ცოცხალია ის ქალბატონი, საღ ჭკუაზეა და ელოდება შენს ჩამოსვლას
ლევან , წალკაში, დიდი ზარზეიმით რომ ჩაიყვანეთ 2007 წელს, 2500 აჭარელი ოჯახი, ტელევიზიების თანხლებით, ვერტმფრენებით თქვენ და სააკაშვილმა, „დიდ სახალხო ზეიმად  რომ აქციეთ .. თქვენიჩასახლება“. დაპირდით სახლებ, მიწა, სამსახურდა სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ძაღლებივით დაყარეთ უპატრონოდ ეს ხალხი, მაშინ არ იყო ის, იგივე აჭარლები, ახლა თვალზეცრემმორეული რომ გაგახსენდა, რა სოციალური ბინები დაგრჩა ასაშენებელი, წალკის სუსხიან ზამთარში ხალხი ქუჩაში რომ დატოვეთ, მაშინ გეფიქრათ მათზე?!.

თქვენი რეჟიმის მიერ გაუბედურებულ ადამიანებზე აღარ ვამახვილებ ყურადღებას!!!

ლევან, ადამიანები არ იცვლებიან“ – ეს აქსიომაა, საშიში ადამიანები, საშიშადვე რჩებიან, რაც უნდა კეთილი ბიძიასმანტია გადაიცვან

ის ფულები არ გიშველით,რა ფულითაც აჭარლების მოსყიდვას ცდილობთ!!!
მაგრამ თქვენთან რა მინდა, როცა ამათი უშიშროება გაჩუმებულია?!.. თუ არ იციან, მით უარესი ჩვენთვის,“ – დაწერა მაშინ მერაბ ბლადაძემ სოციალურ ქსელში.

ასე რომ, ვარშალომიძის დაბრუნებით აჭარული პოლიტიკა დუღილის უმაღლეს ტემპერატურას მიაღწევს.

https://youtu.be/WLYGFfFaSEo

 

banner
წინა სტატიაში(video) აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოშია
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: თვითონ უკეთესად იცის რა აქვს ჩადენილი და რის მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს