(video) აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოშია

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე რამდენიმე წუთის წინ საქართველოში ჩამოვიდა. ის თურქეთის მხარემ საზღვარზე ურიგოდ გამოატარა. ვარშალომიძეს სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან სანდრა რულოვსი და ნაციონალური მოძრაობის წევრები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა და მისი მიზანია ახალ გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტები განახორციელოს.

ვარშალომიძე არ გამორიცხავს, რომ იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ქვეყნიდან მის გამგზავრებამდე დაიწყო ისევ გააქტიურდეს. კერძოდ, ლევან ვარშალომიძე არაერთხელ იყო დაბარებული აჭარის პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში.

საქმე ეხება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტს, რაც ბათუმის აბანოებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად ვარშალომიძეს არც ერთ საქმეზე ბრალი წარდგენილი არ აქვს.

https://youtu.be/WLYGFfFaSEo

banner
წინა სტატიაშიჩინეთი უცხოპლანეტელებს უზარმაზარი რადიოტელესკოპით მოძებნის
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძეს მამაკაცმა ფეხსაცმელი ესროლა