რა განსხვავებაა თქვენსა და ,,შვაბრას” შორის?!-კახა მიქაია ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს

,,ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 150-ე მუხლით მიმდინარეობს.”

მოვუწოდებ სამეგრელოს გუბერნატორს! ჩხოროწყუს მერს! ერთი სიტყვით, ყველა
საჯარო მოხელეს სამეგრელოში!
ვინც ამ უმსგავსოების ,,გაპრავებას” ან იგნორირებას აპირებს, ვინც არ გამოეხმაურა და არ დაგმო ეს საშინელი, სკოლის მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის და არა მხოლოდ მათთვის შეურაცხმყოფელი ქმედება!

მოიხარეთ! ხელში ,,შვაბრა” დაიჭირეთ და ჯერ ჩხოროწყუს მერიის ტუალეტში შევარდით და მერე სხვა მუნიციპალიტეტებს შემოურბინეთ!
აბა, თქვენ იცით! რომელიმე მერიის ტუალეტი არ გამოგრჩეთ! ბოლოს, ,,დასუფთავებას” რომ მორჩებით, ,,შვაბრასთან” ერთად გადაიღეთ ფოტოები და თავად დასვით კითხვა, რა განსხვავებაა თქვენსა და ,,შვაბრას” შორის?!”,-აცხადებს კახა მიქაია.

 

https://youtu.be/chPWO90pRGQ

banner
წინა სტატიაშილაშა დამენია: სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება სინქონულად აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც რუსეთის შემადგენელი ნაწილია
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ლიბერტარიანული პურიტანიზმის მედროშე პარტია თხოვნით მიმართავს ბიძინას მარიონეტებს