ლაშა დამენია: სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება სინქონულად აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც რუსეთის შემადგენელი ნაწილია

ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენია, კარტოგრაფების წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროპაგანდას ეხმაურება.
დამენიას თქმით, დავით გარეჯის თემა მართულია რუსეთის მხრიდან და ამ სიმბიოზში რუსეთთან ერთად იგივე ხაზს ატარებს ქართული ოცნება.
დამენიამ აღნიშნა, რომ დღეს ქართული ოცნება დაკავებული უნდა იყოს ამ პრობლემის გადაწყვეტით და არა რუსეთის მიერ შემოთავაზებული გენერალური ხაზის გატარებით.
„ეს პროცესი მართულია რუსეთის მხრიდან და ამ სიმბიოზში რუსეთთან ერთად იგივე ხაზს ატარებს ქართული ოცნება, ამას უკვე მივეჩვიეთ ამ წლების განმავლობაში, ამ საკითხის ასე წამოწევა მხოლოდ რუსეთს აწყობს, ყარაბაღში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთი განაგრძობს ამგვარ პოლიტიკას და სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება სინქონულად აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც რუსეთის შემადგენელი ნაწილია.
აქ ისმის ძალიან მარტივი შეკითხვა, მეცხრე წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, თუ ამ თემის გადაწყვეტა ასეთი მარტივია და ასეთ პატრიოტულ ნოტაზე წარადგენენ ამ ყველაფერს, რატომ არ მიიღეს რაიმე ზომები, რათა ეს საკითხი გადაწყვეტილიყო.
რათქმაუნდა, ტროლები აპრობირებული მეთოდია ქართული ოცნების მხრიდან და ისინი აქტიურად ჩაერთვენ ამ ორი ადამიანის წინააღმდეგ, თუმცა, საზოგადოება გვერდში უდგას ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, ამ ადამიანებმა უკან არ დაიხიეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა სიმართლე მიეტანათ საზოგადოებამდე, ფარდა ჩამოხადეს იმ კამპანიას, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოიყენა ქართულმა ოცნებამ და შეგნებულად დადგა ეს თემა, ხოლო ეს ორი ადამიანი შეეწირა ამ პიარ-კამპანიას.
ქართული ოცნება დღეს უნდა იყოს დაკავებული ამ პრობლემის გადაწყვეტით და არა რუსეთის მიერ შემოთავაზებული გენერალური ხაზის გატარებით.“ – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშითამარ ბელქანია: სხვისი შვილები
შემდეგი სტატიარა განსხვავებაა თქვენსა და ,,შვაბრას” შორის?!-კახა მიქაია ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს