R2 ის ჟურნალისტის ემოციური პოსტი

,,და თუ ვინმეს ჰგონია, რომ “ჯახი” გვინდა ან მსგავსი “სცენარის” შესახებ ვიცოდით, უკიდურესად ღრმადაა შემცდარი, მხარდამჭერებს შორის ჩვენი ოჯახის წევრებიც იდგნენ ეს დღეები”- წერს რუსთავი ორის საინფორმაციო გამოშვება ,,კურიერის”  ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი. ,,თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ქირქილებენ, ერთნი ვირთხები ხართო, მეორენი – სისხლისმსმელებიო! აღტაცებულებიც ირევიან, – წავიდნენ ჟურნალისტებიო. ცუდი ამბავი მაქვს სამივე კატეგორიისვის: არსად წავსულვართ და არც წავალთ, არაფრის გვეშინია და იმდენი პასუხისმგებლობაც გვყოფნის (ჩამოვლილი კატეგორიებისგან განსხვავებით), რომ ხალხს მოვუფრთხილდეთ (როგორც შეგვიძლია). და თუ ვინმეს ჰგონია, რომ “ჯახი” გვინდა ან მსგავსი “სცენარის” შესახებ ვიცოდით, უკიდურესად ღრმადაა შემცდარი, მხარდამჭერებს შორის ჩვენი ოჯახის წევრებიც იდგნენ ეს დღეები, ზოგის შვილი, ზოგის მშობელი, ზოგის მეუღლე. იმიტომ რომ რუსთავი2 ჩვენი ოჯახია, ამ ოჯახს პრინციპული, ღირებულებების, იდეების, პასუხისმგებლობის მქონე წევრები ჰყავს და ალბათ რთულია, წარმოიდგინო, რომ პროფესიის სიყვარულისა და პრინციპის გამო ისევ იქ იდგები, სადაც აქამდე დგახარ, ბოლო წუთამდე”- წერს სოციალურ ქსელში ელისო ჯარიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიავტოავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსამართლეთა დაწინაურების პროცესს ეხმაურება